26 დეკემბერი 2024,   15:30
ვრცლად
საქართველოში რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ბუმია - 2012 წლიდან დღემდე 35-ზე მეტი არასამთავრობო დარეგისტრირდა

საქართველოში რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ბუმია - 2012 წლიდან დღემდე იუსტიციის სამინისტრომ უკვე 35-ზე მეტი არასამთავრობო დაარეგისტრირა.

მათი საქმიანობა საერთაშორისო გამომძიებელ ჟურნალისტმა ჯგუფმა შეისწავლა.

35-დან 13 ფონდია, რომელიც, წესდების თანახმად, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, თუმცა, ვინ აფინანსებს და რას ასწავლიან, ამ კითხვებზე პასუხი ბუნდოვანია.

დაფინანსების წყაროებზე დოკუმენტებში არაფერი წერია. აი ფაქტმა გაარკვია, რომ ნაწილი ფულს საქართველოში რუსული ინტერესების სექციიდან იღებს.

დოკუმენტების შესწავლის შედეგად, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი პრაქტიკულად დარწმუნდა, რომ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთს მოქალაქეების დაფუნებულია, რუსული რბილი ძალაა საქართველოში, რომელიც კრემლის პროპაგანდას ეწევა.

ფონდების მიერ ოფიციალურად მითითებული მისამართები და ტელეფონის ნომრები ყალბია.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ვინმე ალექსანდრე კუშნერმა დააფუძნა, როგორც აღმოჩნდა, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აპირებს ბრძოლას. ამის შესახებ ოფიციალურად მითითებულ ნომერზე დარეკვის შემდეგ კომპანია ნიუსაიდერის წარმომადგენელმა კურიერს განუცხადა.

რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლა საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით კიდევ უფრო ბევრ კითხვას ბადებს. მტრული სახელმწიფოს ათობით ორგანიზაცია ქვეყანაში თავისუფლად ფუძნდება და მუშაობს. მათ საქმიანობას, ისევე როგორც ფინანსურ მხარეს, არავინ აკონტროლებს. 

დღის ამბები