ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა მორიგი სამიტისთვის ემზადებიან. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ფხენიანში 18 სექტემბერს შეხვდებიან, მანამდე კი კიმ ჩენ ინმა ადმინისტრაციაში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მიიღო.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, ელჩის მეშვეობით, შეერთებული შტატების ხელისუფლებას მიმართვა გაუგზავნა.
კიმ ჩენ ინის აზრით, დასავლეთი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების მიზნით ფხენიანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ არ აფასებს.