სოფელ ყარაჯალარში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის სრულად ლიკვიდაცია. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად დაიწვა ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობი. განადგურდა 350 კვ.მ ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საწყობის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა.
„მანქანის ნაწილების საწყობია და სავარაუდოდ დენისგან გაჩნდა ცეცხლი. ერთი საათი დაიგვიანეს, არ მოვიდნენ. გვიან მოვიდნენ თორემ ადრე რომ მოსულიყვნენ ძალიან მარტივად ჩავაქრობდით. დამწვარი მანქანის პლასტმასის ნაწილებია. სულ პლასტმასია, რაც ადვილად აალებადია,“-აცხადებს საწყობის ერთ-ერთი თანამშრომელი.
სახანძრო სამსახურში ამბობენ, რომ გადარჩენილია შენობის ნაწილი და საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამავე ეზოში მდებარეობს.
ავტორი: თაკო სურგულაძე.