კრემლი ოფიციალური ლონდონის ბრალდებას ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მიუღებლად მიიჩნევს. რუსეთის ლიდერის პრესმდივნის განცხადებით, მოსკოვს სოლსბერიში მომხდარ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ტერეზა მეის შემდეგ, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაზე პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინს, ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმაც დააკისრა, რადგან, მისი თქმით, პუტინის მთავრობა აკონტროლებს და აფინანსებს სამხედრო დაზვერვის სამსახურს.
სწორედ ამ უწყების ორ თანამშრომელს მიიჩნევს სკოტლენდ იარდი დანაშაულის შემსრულებლებად.
გამოძიების ახალ დეტალებს დღეს ბრიტანეთის ელჩი გაეროს უშიშროების საბჭოს მიაწვდის.