ახალგორში რუსული სკოლა გაიხსნა. სკოლა საზეიმო ვითარებაში პირადად მარატ კულახმეტოვმა გახსნა.
კულახმეტოვი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. ელჩია.
ამ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა ოფიციალური თბილისის მხრიდან. საქართველოს მთავრობის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება რუსიფიკაციის პროცესს აგრძელებს.
ქართულ და ოსურ ენებზე განათლების აკრძალვა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დღის წესრიგის ნაწილია.