26 დეკემბერი 2024,   21:55
ვრცლად
სოფელ შრომის პედაგოგების სასამართლო დავა ხელისუფლებასთან-მასწავლებლები აუქციონის წესით გაყიდული მიწების დაბრუნებას ითხოვენ

სოფელ შრომის პედაგოგები ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ-საქმის განხილვა დღეს ოზურგეთის სასამართლომ დაიწყო. სოფელ შრომის 4 სკოლის ასამდე პედაგოგი ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს გურიის შავიზღვისპირეთში მათი კუთვნილი მიწების უკანონოდ გაყიდვასა და მითვისებაში ადანაშაულებენ. პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მიწები რომლითაც ისინი ათეული წლები სარგებლობდნენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა უკანონოდ მიითვისეს. ისინი სასამართლოსაგან აუქციონის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. მიწების აუქციონის წესით გაყიდვას უკანონოდ მიიჩნევენ ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომლის ანტიკორუფციული სააგენტო საქმეზე გამოძიებას აწარმოებს. 

დღის ამბები