26 დეკემბერი 2024,   22:00
ვრცლად
"ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს, ამას არ შევარჩენ" - ზაზა სარალიძე ორშაბათიდან აქციებს იწყებს

შვილმოკლული მამები, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე, საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მოკლული დავით სარალიძის მამა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს.

პარლამენტის წინ პროტესტს რადიკალური ფორმით მასთან ერთად გამოხატავს თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც. შვილმოკლული მამების პროტესტი უვადო იქნება და არ შეწყდება, ვიდრე არ შესრულდება მათი მოთხოვნა, რომ დაისაჯონ მკვლელები.

საპროტესტო აქციებს შეურთდებიან მოქალაქეები პანკისის ხეობიდან. მათი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალძის მკვლელობის საქმეების ობიექტური გამოძიებაა.

პროტესტს ქუჩაში მოკლულების მშობლები მმართველი პარტიის პოლიტიკური განცხადებების საპასუხოდ გამოხატავენ. „ქართული ოცნება“ დავით სარალიძის მამის პრეტენზიებს არ იზიარებს და ისევ ამტკიცებს, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, უმრავლესობამ დაადგინა ყველა ის დარღვევა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების დროს მოხდა.

სამთვიანი მუშაობის შემდეგ მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა ორი, ერთმანეთისაგან სრულად საპირისპირო რეკომენდაციების პაკეტი მიიღო.

ოპოზიცია პარლამენტში ახალ მთავარ პროკურორს იბარებს, რომელმაც დეპუტატებს ანგარიში უნდა ჩააბაროს და როგორ სრულდება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნები.

ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის კრიტიკულ დასკვნას დღეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

სამართლიანობისათვის შვილმკვდარი მამები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან. მასშტაბური აქციების გამართვას მხარდამჭერებთან ერთა თბილისში ორშაბათიდან აპირებენ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები