26 დეკემბერი 2024,   22:02
ვრცლად
რუსთავში 70 წლის პენსიონერი და მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი სახელმწიფომ სოციალური დახმარების გარეშე დატოვა

რუსთავში 70 წლის პენსიონერს და მის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა.

108-ლარიანი სოციალური დახმარების მოხსნის შემდეგ უფასო სასადილოში კვების უფლება ჩამოართვეს.

20 კვადრატულ, ნახევრად დანგრეულ ოთახში დედა შვილის ერთადერთ შემოსავალი მოხუცის პენსიაა. ფული წამლებზეც არ ყოფნით, ერთ ულუფა საჭმელს კი მეზობლები უნაწილებენ.

სოციალური დახმარება ჯანდაცვის სამინისტრომ გაჭირვებულ ოჯახს იმის გამო მოუხსნა, რომ ელექტროენერგიის დაგროვილი დავალიანება დაფარა.

რუსთავის საერთო საცხოვრებელში მსგავსი ისტორიით, სხვა ოჯახებიც ცხოვრობენ.

60-ლარიან დახმარება შეიწყვიტეს მარინე ბერაძესაც. დახმარება მას შემდეგ მოუხსნეს, რაც გაზის გადასახადი გადაიხადა. პენსიას ჯერ არ დანიშვნია, ამიტომ უფასო სასადილოს ერთი პურისა და 1 ქილა ბრინჯს იმედად ცხოვრობს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ქულებს პროგრამა ავტომატურ რეჟიმში თვლის.

რუსთავის საერთო საცხოვრებელში მძიმე პირობებში მყოფი სოციალურად დაუცველები მოლოდინში არიან და ისევ სახელმწიფოსგან ელოდებიან პასუხს, დაიბრუნებენ თუ არა ისინი წართმეულ დახმარებას. 

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები