26 დეკემბერი 2024,   21:16
ვრცლად
სკრიპალების მოწამვლის საქმე - აშშ-მ, საფრანგეთმა, გერმანიამ და კანადამ რუსეთის მიმართ ლონდონის ახალ ბრალდებებს მხარი დაუჭირეს

სოლსბერის ქიმიურ თავდასხმაზე ბრიტანეთის ბრალდებებს დასავლეთის სხვა წამყვანი ქვეყნებიც იზიარებენ. შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და კანადამ რუსეთის მიმართ ლონდონის ახალ ბრალდებებს მხარი დაუჭირეს და განაცხადეს, რომ სკრიპალების „ნოვიჩოკით“ მოწამვლაზე ნებართვა რუსეთის მთავრობის მიერ უმაღლეს დონეზე იყო გაცემული.

დასავლეთი რუსეთს ნოვიჩოკის პროგრამის სრული გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ბრიტანეთმა ყოფილი აგენტისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილი ორი პირის ვინაობა დაასახელა და თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინს დააკისრა. რუსეთის პრეზიდენტისთვის ბრალდებები მიუღებელია.

ამ წუთებში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბრიტანეთის ელჩი კოლეგებს გამოძიების ახალ დეტალებს აცნობს.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები