26 დეკემბერი 2024,   21:16
ვრცლად
სკანდალური ანონიმური წერილი „ნიუ-იორკ თაიმსში“ - დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მოღალატეს ეძებს

„ნიუ-იორკ თაიმსში“ სკანდალური სტატია დაიბეჭდა, რომლის ავტორად ადმინისტრაციის ანონიმი მაღალჩინოსანი დასახელდა. წერილში საუბარია, თუ როგორი ცდილობენ თანამშრომლები პრეზიდენტის შეჩერებას, რომ ქვეყანას ზიანი არ მიადგეს.

სტატიაში ასევე ლაპარაკია ადმინისტრაციის შიგნით ე.წ. წინააღმდეგობრივ მოძრაობაზე, რომელიც პრეზიდენტის შეხედულებებს არ იზიარებს და ცდილობს, ტრამპის გეგმები არ შესრულდეს.

სტატიის გამოქვეყნებას თეთრი სახლის უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა ტრამპმა ამბავს  ღალატი უწოდა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოითხოვა, ამ პიროვნების დასახელება, თუკი ის მართლაც არსებობს. თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის თქმით, გაზეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კი განაცხადა, რომ თუ არ ეთანხმები ხელმძღვანელს, ერთადერთი გამოსავალი წასვლაა. პომპეომ განმარტა, რომ სტატია მას არ ეკუთვნის. ნიუ-იორკ თაიმზის მასალას გაემიჯნა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მათთვის შიდა დაპირისპირება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ისინი წინააღმდეგობის ფორმას არ ეთანხმებიან.

ამერიკული მედია იმაზე მსჯელობს, თუ ვინ შეიძლება იყოს „ნიუ-იორკ თაიმსის“ შიერ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.

 

დღის ამბები