22 დეკემბერი 2024,   05:41
ვრცლად
სარფში თურქეთში სამუშაოდ წასულ საქართველოს იმ მოქალაქეებს ელოდებიან, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ

სარფის გამშვებ პუნქტთან საქართველოს იმ მოქალაქეებს ელოდებიან, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ იყვნენ წასულები და უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ისინი ქვეყანაში შესაძლოა, დღეს დაბრუნდნენ.

„კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ კი საქართველოს საკონსულო თურქეთში, განმარტებებს აკეთებს. კონსული ამბობს, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებებში ჩართულია და მათ უკვე მიმართეს პროკურატურას სარჩელით.

თურქეთში სამუშაოდ წასულ საქართველოს 18 მოქალაქეს დამსაქმებელმა ხელფასი არ გადაუხადა და ახლა ისინი ორდუს გუბერნიის დაბა უნიეში უმძიმეს პირობებში იმყოფებიან.  

დაზარალებულების მტკიცებით, დამსაქმებელს მათთვის 11 ათას ლირაზე მეტი აქვს გადასახდელი. ისინი თურქეთში პლანტაციებში მუშაობდნენ.

„ორშაბათიდან  ჩვენ ჩავერთეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. დავალიანების სრული მოცულობა იყო 4500 დოლარი. გადახდილია ამ დროისთვის ორი მესამედი, დაახლოებით 3 ატას დოლარამდე. შეტანილია სარჩელი პროკურატურაში და არ გადახდის შემთხვევაში დამსაქმებელს ელის საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დაბრუნდებიან სამშობლოში და ჩვენ გავაგრძელებთ მათი უფლებების დაცვას ადგილზე,“-განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ტრაპზონში ავთანდილ მიქაცაძემ.

დღის ამბები