22 დეკემბერი 2024,   11:15
ვრცლად
მივმართავ მთავრობას, რომ ხელი გაანძრიოს - თურქეთში სამუშაოდ წასული ქართველები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ

თურქეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. 18 ადამიანს დამსაქმებელმა ხელფასი არ გადაუხადა და ისინი უმძიმეს პირობებში ორდუს გუბერნიის დაბა უნიეში რჩებიან.

დაზარალებულების მტკიცებით, მათ დამსაქმებელს 11 ათას ლირაზე მეტი მართებს. საქართველოს 18 მოქალაქე თურქეთში სეზონურად პლანტაციებში მუშაობდა. ჯამში ორდუს გუბერნიაში 30-მდე ქართველი მუშაობდა, ნაწილმა დაბრუნება შეძლო და მომხდარის შესახებ დღეს „კურიერს“ უამბო.

„მივმართავ საელჩოს, რეაქცია გააკეთონ, მივმართავ სახელმწიფოს, მთავრობას, რომ ხელი გაანძრიონ და როგორც საჭიროა, ისე მოიქცნენ და კუთვნილი თანხა ამ ადამიანებს დაუბრუნონ,“- აცხადებენ საქართველოს მოქალაქეები.

დასაქმებულები ამბობენ, რომ უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა.

„დაწამლულები ვიყავით ყველა, საავადმყოფოშიც ვყავდით. წყალი იყო მოწამლული. საჭმელს მხოლოდ პომიდორსა და პურს გვაჭმევდნენ,“- აცხადებენ დაზარალებულები.

 

 

 

დღის ამბები