22 დეკემბერი 2024,   05:55
ვრცლად
ზეწოლა „რუსთავი2“ -ზე და ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა - საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მოხსენებაში შესწორებების შეტანის ვადა დღეს იწურება 

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენებაში შესწორებების შეტანის ვადა, რამდენიმე საათში  იწურება.

უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტში, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზეა საუბარი, ორი მთავარი და კრიტიკული შენიშვნა შევა. ხელისუფლების ზეწოლა „რუსთავი2“ -ზე და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა.

ვადის ამოწურვამდე ევროპელ დეპუტატებს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი შეხვდა. გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ მათ იმ პროცესებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს. მათ შორისაა არაფორმალური მმართველობა, ზეწოლა მედიაზე და კრახი სასამართლო სისტემაში.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს კი ბოლო შეხვედრა ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ჰქონდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იყო.

„ჩვენი მთავარი ინტერესი რა თქმა უნდა არის უპირველეს ყოვლისა საქართველო ნატოს ურთიერთობები. უსაფრთხოება რეგიონში და მთლიანად ევროპაში, რუსეთთან ურთიერთობები და ის სამშვიდობო ოპერაციები, რომელშიც საქართველო მონაწილეობს ნატოს მოკავშირეებთან ერთად,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები