უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ფოთში სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქციებს მართავენ, დღეს უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი შეხვდა. ნიკოლოზ გუგეშაშვილმა მათი პრობლემები პირადად მოისმინა.
უკრაინის 6 მოქალაქე ფოთში ნავსადგურის მოიჯარე კომპანიაში სამუშაოდ მაისის თვეში ჩავიდა. მათი განცხადებით, კომპანიამ დაპირებული თანხის მხოლოდ 10 % გადაუხადა. უკრაინის მოქალაქეებმა მომხდარის შესახებ უკვე მიმართეს პოლიციას და ფოთის მერიას.
თუმცა როგორც თავად აცხადებენ,მათი პრობლემებით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.