22 დეკემბერი 2024,   05:50
ვრცლად
"იბერიაში" მიმდინარე მოვლენებს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება

"იბერიაში" მიმდინარე მოვლენებს ფინანსთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება. „ომეგა ჯგუფში“ შემავალ სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს ოჯთ-ის საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, 51 მილიონ 717 ათასი ლარი ერიცხება, რომლის ძირითადი ნაწილი გადაუხდელი აქციზია.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე.

უწყების ცნობით, თანხის გადაუხდელობის გამო, კი ამჟამად კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.

ტელეკომპანია „იბერია“ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს და თავისუფალი მედიის შეზღუდვაზე საუბრობს. საგანგებო განცხადება „იბერიას“ დამფუძნებლებმა, აჭარის უზენაესი საბჭოსა და პარლამენტის დეპუტატებმა, ზაზა ოქუაშვილმა და ნატო ჩხეიძემ გააკეთეს.

არხის მენეჯმენტის მტკიცებით, ხელისუფლებამ გააჩერა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი საწარმოები, ტელევიზიას შეუზღუდა დაფინანსების წყაროები და ამგვარად ახდენს ზეწოლას თავისუფალ მედიაზე.

დღის ამბები