22 დეკემბერი 2024,   05:10
ვრცლად
ლარის გაუფასურება და გაზრდილი ფასები საწვავზე - მომდევნო კვირიდან პური 10 თეთრით ძვირდება

ბაზრებში კრიზისია - მცირე მეწარმეები გაძვირებულ პროდუქციას ვეღარ ყიდიან, მომხმარებელი კი სახლში ნახევრად დაცარიელებული ჩანთებით ბრუნდება.

ბოლო ერთ კვირის განმავლობაში პროდუქტები კიდევ უფრო გაძვრიდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მიზეზი ლარის გაუფასურებაა, ეროვნული ვალუტის 7-პროცენტიან გაუფასურებას ფასების მინიმუმ 10-% ზრდა მოჰყვა.

საცხობებში 5-10 თეთრით უკვე გაძვირდა პურიც. მცირე მეწარმეები ამბობენ, ფასებს ფქვილის გაზრდილი ტარიფის გამო გადახედეს. იქ, სადაც ჯერ კიდევ ძველი ტარიფების შენარჩუნებას ახერხებენ, ამბობენ, რომ პურს მათ საცხობებში ორშაბათიდან გააძვირებენ.

დღეს ბენზინგასამართ სადგურებზე 2-3 თეთრით მოიმატა საწვავის ფასმა. ნავთობ იმპორტიორები გაძვირებას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ და უახლოეს პერიოდში საწვავზე ფასის ზრდას კიდევ აანონსებენ.

ეკონომიკის ექსპერტები ქვეყანაში ფასების ზრდასა და, ზოგადად, ცხოვრების გაძვირებას.

ბოლო ერთ თვეში საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 7%-ით გაუფასურდა. ერთ ამერიკული დოლარის შეძენა პირველ ივნისს ორ ლარად და 44 თეთრად იყო შესაძლებელი, დღეს ერთი დოლარი 2 ლარად და 62 თეთრად იყიდება.

ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელიც ადასტურებს, რომელიც აგვისტოს თვეში წელს პირველად 3%-იან ნიშნულს გადასცდა. ექსპერტებს კი უახლოესი პერიოდის განმავლობაში პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ.

ავტორი: სალომე ხარაზიშვილი, ჟანა აკოფაშვილი.

დღის ამბები