22 დეკემბერი 2024,   06:07
ვრცლად
ყოფილი პრეზიდენტები, პრემიერები და პარლამენტის თავმჯდომარეები დაცვის გარეშე რჩებიან - „ქართული ოცნების“ ინიციატივას მწვავე რეაქცია მოჰყვა

ქვეყნის შეირაღებული ძალების მთავარსარდალი დაცვის გარეშე რჩება. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებითა და კანონში შესატანი ცვლილებებით, პრეზიდენტს პოსტიდან წასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდება.

კანონის შეცვლა მმართველმა გუნდმა გიორგი მარგველაშვილის ვადის ამოწურვის წინ დაიწყო. „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

კანონში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში სახელმწიფო დაცვით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ისარგებლებს გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი. დაცვა მოეხსნება მიხეილ სააკაშვილს მეუღლეს სანდრო რულოვსსა და შვილს, სახელმწიფო მანქანის და მძღოლის მომსახურებით ვეღარ ისარგებლებს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.

ცვლილებების ერთი-ერთი ინიციატორი პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარეა. ირაკლი კობახიძის თქმით, ცვლილებების მიზანი ხარჯების შემცირებაა.  

ყოფილი პრეზიდენტების გარდა, დაცვა მოეხსნებათ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრებსაც.

მთავრობის ახალ ინიციატივას უარყოფითად აფასებს ოპოზიცია. დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი ცვლილება გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული.

მთავრობის ინიციატივას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია უსაფრთხოების გარანტიების შემცირებად აფასებს.  

ახალი კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტში უკვე გადაგზავნა.

დღის ამბები