ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - ცეცხლი აკუმლატორების საწყობს და საამქროს გაუჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე 6 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობს.