07 დეკემბერი 2024,   18:10
ვრცლად
საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმი ბათუმში - ღონისძიებას 11 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება

ბათუმში საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორი აზიის განვითარების ბანკი და ეკონომიკის სამინისტროა.

მასში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი 11 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში.

ფორუმზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, მათ შორის, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ენერგოეფექტურობის მიმართულებით. განიხილავენ ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ საინვესტიციო წინადადებებს. 

დღის ამბები