26 დეკემბერი 2024,   15:25
ვრცლად
მოსახლეობა ითხოვს ცვლილებებს - გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი სოფელ დოესის მოსახლეობას შეხვდა

კასპში, სოფელ დოესში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, უმუშევრობა, გაზრდილი კრიმინალი და კორუფცია იყო. 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციას აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გამოიყვანონ ქვეყანა რთული მდგომარეობიდან.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, სოფელში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„არის სრული კატასტროფა. უმუშევრობა, უპერსპექტივობა, დალომბარდებული ქონება, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც ვერსად ვერ გააქვთ, ოკუპაციის ხაზთან ახლოს ყოფნა და რა თქმა უნდა, აბსოლუტურ პარალელურ ცხოვრებაში მყოფი ხელისუფლება,“ - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტი გადანაწილდება მოქალაქეების საჭიროებებზე, პენსია გაიზრდება 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასი 1000 ლარამდე.

„ყველგან სადაც ჩავდივართ, არის ერთი და მთავარი მოთხოვნა, მოსახლეობა ითხოვს სასწრაფოდ ცვლილებებს. ცვლილებებს, რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ განვითარებას და წინსვლას. მე დარწმუნებული ვარ, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობა, ერთხმად აირჩევს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს,“ - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები