26 დეკემბერი 2024,   15:23
ვრცლად
"მენტორი მასწავლებელი არის ყველაზე მაღალკვალიფიციური და ასეთი 65 ათასიდან არის 9"- არასამთავრობოები განათლების დაბალ ხარისხზე საუბრობენ 

სასკოლო განათლებაზე დახარჯული ფული მატულობს, თუმცა პარალელურად მისი ხარისხი ეცემა - ასეთია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშის მთავარი დასკვნა.

ორგანიზაციამ 8 წლის მონაცემები შეისწავლა და გამოავლინა, რომ სასკოლო დაფინანსება თითქმის ორჯერ გაიზარდა. ამ დროს კი გაუარესებულია გამოსაშვები გამოცდების შედეგები.

გამოცდების ჩაბარება არ სურთ პედაგოგებსაც, რაც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას აფერხებს. წინა წლის მონაცემებით, სასერტიფიკაციო გამოცდები მხოლოდ მათმა 30-მა პროცენტმა ჩააბარა.

„ძალიან დაბალია პედაგოგების მიერ სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მაჩვენებლები. მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი არის ყველაზე მაღალკვალიფიციური და ასეთი მასწავლებელი 65 ათას კაცს შორის არის 9,“-განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” უფროსმა ანალიტიკოსმა ბესიკ ნამჩავაძემ

დღის ამბები