26 დეკემბერი 2024,   15:18
ვრცლად
"ის ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს აგრესორის მხარესაა" - პრეზიდენტის კრიტიკა სალომე ზურაბიშვილს

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის აკრიტიკებს. საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი, თავის შეფასებებში საკმაოდ მწვავე იყო. ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ ის ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს აგრესორის მხარესაა და ეს პოზიცია ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

საქართველოს პრეზიდენტს პასუხის გაცემა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც მოუწია. საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში მაქეეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით ჩატარდა, გიორგი მარგველაშვილმა განმარტებები არაფორმალურ მმართველობაზე გააკეთა. 

ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობებზე შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს ისევე როგორც გუშინ პრემიერს, Financial Times​-ის ჟურნალისტმა ედვარდ ლუსმა დაუსვა. მან გუშინ პრემიერის ჰკითხა თუ ვინ არის მისი უფროსი. ედვარდ ლუსი ამბობს, რომ მან გუშინ პასუხი ვერ მიიღო.

რაც შეეხება პრეზიდენტს და საპრეზიდენტო კანდიდატებს, გავლენიანი გამოცემის რედაქტორი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო ის შოკში ჩააგდო და კრემლის ფეიკ ნიუსები გაახსენა.

საერთაშორისო ფორუმის სტუმარი დღეს სალომე ზურაბიშვილიც უნდა ყოფილიყო, სადაც დებატები მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის უნდა შემდგარიყო, თუმცა ის დღეს ღონისძიებაზე არ მივიდა. 

დღის ამბები