26 დეკემბერი 2024,   15:20
ვრცლად
რუსეთი აგრესორია - საქართველს მეგობრებისთვის კითხვა, ვინ დაიწყო ომი დიდი ხანია პასუხგაცემულია

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა ომიდან 10 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ეხმაურება. ბრაიზა ერთ-ერთი იმათგანია, ვინც რუსეთ-საქართველოს ომის ქრონოლოგია ზედმიწევნით იცის. შეკითხვაზე, ვინ დაიწყო ომი - მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ პასუხი იმდენად ნათლია, რომ 10 წლის შემდეგ განმარტებებს აღარ უნდა საჭიროებდეს.

ბრაიზა იხსენებს, რომ იმ რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისთან პირდაპირ ხაზზე იყო, დეტალურად იღებდა და შემდეგ ინფორმაციას კონდოლიზა რაისს მაშინდელ სახელმწიფო მდივანს აწვდიდა. ვაშინგტონისთვის მაშინვე ნათელი იყო პუტინის გეგმა, დაეწყო ომი და დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ამ გეგმას ნებისმიერ შემთხვევაში განახორციელებდა. 

ამ ომისთვის კრემლი რომ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, დარწმუნებულია მიხეილ კასიანოვი. რუსეთი ყოფილი პრემიერ მინისტრი, დღეს კი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ პუტინს საქართველოში აგრესიით დასავლეთისთვის ძალის ჩვენებას სურდა. მიხეილ კასიანოვი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ამის თავიდან აცილება არ შეეძლო.

ახლა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს წინასაარჩევნოდ აკვირდებიან. დასკვნა ზუსტად მართვის რა სისტემაა საქართველოში, არ აქვთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ საქართველომ თავისი გზა და დემოკრატიული რეფორმები უნდა გააგრძელოს.

დღის ამბები