26 დეკემბერი 2024,   17:08
ვრცლად
თუკი დანაშაული არის ჩადენილი სამართალდამცველი ორგანოები შესაბამის ღონისძიებებს მიმართავენ - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზუგდიდის ყოფილ მერსა და ვიცე მერზე

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილის გადადგომის მიზეზზე ინფორმაცია არ ფლობს. ალექსანდრე წოწერია ამბობს, რომ მას ამ დრომდე არ უსაუბრია ლაშა გოგიასთან. როგორც ცნობილია, უკვე ყოფილი მერი მივლინებით ჩეხეთში იმყოფება.

„კონკრეტული მიზეზი ჩემთვის ცნობილი არ არის, ნებისმიერი ადამიანი თავის გადაწყვეტილებაში არის თავისუფალი შესაბამისად მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება დაკითხვას, სამართალდამცველები თვითონ გადაწყვეტენ. თუკი არის დანაშაულის ნიშნები ან დანაშაული არის ჩადენილი, რა თქმა უნდა, სამართალდამცველი ორგანოები შესაბამის ღონისძიებებს მიმართავენ“,-ამბობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ლაშა გოგიას საქართველოში დაბრუნებას ელოდება. წოწერიას თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია არც ჩანაწერში არსებულ გარიგებაზე და არც მიზეზზე, რის გამოც გოგიამ თანამდებობა დატოვა.

„დაინტერესებული ვართ. ჩამოვა და დავილაპარაკებთ, ყველაფერი გახდება ცნობილი. მე გავიგე მისი ფეისბუქის გვერდიდან“-ამბობს წოწერია.

ზუგდიდის მერმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს დილით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა გოგიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი უკანონო საქმიანობის შესახებ „შაბათის კურიერი“ მის სატელეფონო ჩანაწერს ფლობდა.თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემაც.

ფარული ჩანაწერის "რუსთავი2"-ის ეთერში გასვლის შემდეგ ​ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის წინააღმდეგ გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები