17 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
„საქართველოს დარაჯი“ - ადამიანთა დაჯგუფება თბილისის ქუჩებში ტურისტებს აჩერებს და მათგან პასპორტებს ითხოვს 

„საქართველოს დარაჯი“ - ამ სახელწოდებით ადამიანთა ჯგუფი, თბილისში გამოჩნდა. ჯგუფის მიზნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს.

უწყებამ გამოძიება უკანონო ფორმირებების შექმნის მუხლით დაიწყო.

თბილისში "საქართველოს დარაჯის" გამოჩენის შესახებ ინფორმაცია ცნობილი, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეო კადრების საშუალებით გახდა.  

ფეისბუქ-მომხმარებელი ჰყვება, რომ "საქართველოს დარაჯის" წევრები აღმაშენებლის გამზირზე ჯარისკაცის შარვლებით, შავი მაისურებით მოძრაობენ, აჩერებენ ტურისტებს და პასპორტებს სთხოვენ.

ეკითხებიან საიდან არის და რისთვის არის ჩამოსული. დაინტერესება ძირითადად ირანელებითარაბებით ხდება. ე.წ. „საქართველოს დარაჯის“  წარმომადგენლები ამბობენ, რომ არალეგალებს ეძებენ და მათ ებრძვიან.

„ორი ადამიანი დადის, აკვირდება უცხოელ ადამიანებს. მიდის მათთან, დაძაბულად ელაპარაკება და საბუთებს სთხოვს. აგვიხსნა, რომ ის ასუფთავებდა ქალაქს არალეგალებისგან. მანქანაც კი ჰყავდა, რომელსაც ინგლისური და ქართული ასოებით ეწერა - საქართველოს დარაჯი,“-აცხადებს ბლოგერი ნინა ქიქავა.

დღის ამბები