2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესი იცვლება - დღეს განათლების მინისტრმა 5-პუნქტიანი რეფორმა პრემიერთან ერთად იყალთოს სამონასტრო კომპლექსში წარადგინა.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადაფასდება არსებული საგამოცდო სისტემა და 2020 წლისთვის განახლდება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ვფიქრობთ, რომ განახლდება და განახლდება 2020 წლისთვის ეს არის ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც 2020 წლამდე მოხდება მისი შეფასება, რამდენად ეფექტურია, რამდენად ეფექტური იყო და რის მიღება გვინდა მომავალში, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ უკვე 2020 წლისთვის ჩვენს აბიტურიენტებს მიეცემათ განახლებული სისტემით ჩაბარების შესაძლებლობა, მაგრამ არ გვინდა, რომ ვიჩქაროთ იმ ნაბიჯებზე, როგორი უნდა იყოს ეს სისტემა,“ - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, განათლების რეფორმა ეხება ადრეულ და სკოლამდელ განათლებას, ზოგად განათლებას, პროფესიულს, უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მთავარი აქცენტი განათლების ხარისხზე და პედაგოგებისთვის სახელფასო პოლიტიკის გადახედვაზე გაკეთდება.