22 დეკემბერი 2024,   05:57
ვრცლად
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება

საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება. კანაფის კონტროლის შესახებ კანონი უკვე პარლამენტშია. 

კანონპროექტის მიხედვით, სააგენტო შსს-ში შეიქმნება, თუმცა ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნება და ყოველწლიური მოხსენებები ექნება.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოში ლიცენზირებული იქნება არა მხოლოდ კანაფის დათესვა-მოყვანა და კულტივაცია, არამედ მისი გადამუშავება და სხვადასხვა პროდუქტის შემქნა, მათ შორის, სამედიცინო მიზნით.

თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, ასეთი პროდუქცია საქართველოში არც საბითუმოდ და არც საცალოდ არ გაიყიდება და ის მხოლოდ ექსპორტზე გავა.

დღის ამბები