ოზურგეთში, 16 წლის ბიჭის დაჭრის გამო, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას საკუთარი ცივი იარაღით დაზიანებები ბრალდებულმაც მიიღო.
ოზურგეთში ერთმანეთს ორი ახალგაზრდა დაუპირისპირდა. ერთ-ერთმა 16 წლის მოზარდს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული ოზურგეთის საავადმყოფოში არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.