22 დეკემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა იმ სისტემის, რომელსაც ის აღარ ხელმძღვანელობდა მაშინ - კონსტანტინე გაბაშვილი ზურაბიშვილს აკრიტიკებს

საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრი, საქართველოს ყოფილი ელჩი იტალიაში, კონსტანტინე გაბაშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, იმ განცხადებას აკრიტიკებს, როდესაც მან ქართული მხარე ომის დაწყებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საელჩოები არაფერს აკეთებდნენ.

კონსტანტინე გაბაშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის მხრიდან ეს განცხადებები რუსული ინტერესების გატარებას ემსახურება.

„6 პრეზიდენტის ჩამოსვლა, იმის შემდეგ კიდევ ორი სასწრაფოდ სხვა პრემიერების და საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა, ეს ყველაფერი საელჩოების ნამუშევარია. ტყუილად ასეთი რამეები არ ხდება, საელჩოები ძალიან დაძაბულად მუშაობენ. ეს არის, უბრალოდ, შეურაცხყოფა იმ სისტემის, რომელსაც ის აღარ ხელმძღვანელობდა მაშინ. ეს არის ადამიანის მიზანმიმართული ისევე, როგორც განცხადება ქართული ჯარის შესახებ, სრულად მავნებლური და მოღალატური,“ - განაცხადა კონსტანტინე გაბაშვილმა.

საქართველოს დიპლომატთა კლუბმა გაავრცელა ასევე განცხადება, სადაც ზურაბიშვილის გამოსვლა გააკრიტიკა ომთან დაკავშირებით.

დიპლომატები ზურაბიშვილის განმარტებას "მავნებლურს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ მან სახელმწიფოს ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს - ქართულ ჯარს და ქართულ დიპლომატიას, დაუმსახურებელი და სასტიკი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები