21 დეკემბერი 2024,   20:33
ვრცლად
კანაფის მოხმარება და შეზღუდვები - პარლამენტი შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას იწყებს 

პარლამენტი მარიხუანას შესახებ შსს-ს იმ კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც მხოლოდ მოხმარების კუთხით შეზღუდვებს ეხება.

საპატრიარქოს მწვავე შეფასების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ კანაფის წარმოება-ექსპორტთან დაკავშირებით ინიცირებულ პროექტზე მსჯელობა ცოტა ხნით გადადო.

„მოხდება მხოლოდ ამ პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა. კერძოდ, რომელიც შეეხება აკრძალვებს მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით. ეს არის სასწრაფო იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე არ არის რეგულირებული ის საკითხები თუ რა პირობებში არის შესაძლებელი მარიხუანას მოხმარება,“- საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განაცხადა გიორგი კახიანმა.

კანონპროექტისთვის მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტში აბსურდული ნორმებია.

„ძალიან ბევრი ისეთი ნორმებია, რომელიც არ ჯდება ლოგიკაში, რომელიც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხის განხილავს. სხდომაზე გავა ხორავას ქუჩის მკვლელობის შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა. მანამდე კი დღის წესრიგს დეპუტატები დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დაამტკიცებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები