ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტი გახდა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცხედარი გვიან ღამით ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ერთი პირი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.