21 დეკემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"მივადგები და იმედია მაშინ მაინც მიმიღებენ" - ზაზა სარალიძე პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, ამ დრომდე საქართველოს საპატრიარქოს პასუხის ელოდება - შეხვდება თუ არა მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.

სარალიძის თქმით, ინიციატივა შეხვედრის შესახებ თავად ილია მეორისგან მოდიოდა, თუმცა ის ვერ შედგა. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საპატრიარქოდან პასუხი არც დღეს დღის ბოლომდე არ იქნება, ის თავად მივა საპატრიარქოში და ილია მეორესთან შეხვედრას შეეცდება.

„მესამე დღეა ველოდები საპატრიარქოდან შეხმიანებას, რომელ საათზე დამიბარებენ. თუ არ შემეხმიანებიან პირადად წავალ საპატრიარქოში და მივადგები და იმედია მაშინ მაინც მიმიღებენ,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აქციის მონაწილეებმა, მათ შორის ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი ღამე გაათენეს. მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს ხელისუფლება.

„საქართველოს ბედიც და თავისი ერის ბედიც და ჩვენი ბედიც, საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ. ამ ხელისუფლებაში არა მგონია ამ 6 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაული რომ გამოიძიონ,“-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

დღის ამბები