21 დეკემბერი 2024,   19:37
ვრცლად
„მე გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის კავშირს" - ეკა ბესელია "იბერიას" საქმეში ახალ სკანდალურ ჩანაწერს აფასებს

„მე გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის კავშირს ამ ფაქტთან და ამ მოვლენებთან,“- ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელი „ომეგა ჯგუფის“ საქმეში ახალი სკანდალური ჩანაწერებს, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ეთერით გასაჯაროვდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, წილების გადანაწილების სამთავრობო სქემაში ბიძინა ივანიშვილის ბრალეულობას ვერ ხედავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვი ეპარება.

„ასევე გამოვრიცხავ და დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ თქვენს ტელევიზიას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, არავითარი შეზღუდვები. რასთან გვაქვს საქმე ამის იქით, ვის რა როლი აქვს, ვის რა ინიციატივა აქვს, ვისი საუბრებია, ავთენტურია, არ არის, მოდით, ეს გამოძიებას მივანდოთ. ბიძინა ივანიშვილს თქვენს ტელევიზიასთან არავითარი კავშირი არ აქვს, განსაკუთრებით, როდესაც კონტექსტი ნეგატიურია.“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები