21 დეკემბერი 2024,   19:46
ვრცლად
"ნახვამდის" - შს მინისტრი მიხეილ კალანდიას მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას არ პასუხობს

შინაგან საქმეთა მინისტრი არასრულწლოვანების მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

გიორგი გახარიას თქმით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თუმცა მინისტრი არ პასუხობს კითხვა, რომელიც მიხეილ კალანდიას საქმეში მონაწილეობას ეხება. 

პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნაში ცალსახად მიუთითა, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ არსებობს კითხვები. კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. 

"ნახვამდის"- ასეთი იყო მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მინისტრის პასუხი.

რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმიდან გამოყოფილ საქმეებზე დაკავებულ პირებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ გამოძიებისას გამოიკვეთებიან სხვა პირებიც მოხდება მათი დაკავებაც. 

„ეს გამოძიება  გრძელდება. ახალი დაკავებული რამოდენიმე პირია და კიდევ ახალი მტკიცებულების სტანდარტი თუ გვექნება იქნება კიდევ დაკავებული ადამიანები. უბრალოდ  გამოყოფილი საქმე ეს არ არის ახალი. ეს არის  ძველი ძირითადი საქმიდან გამოყოფილი. მოგეხსენებათ, რომ   არასრულწლოვანების  მართლმსაჯულების კოდექსს აქვს თავისი შეზღუდვები. ჩვენ შეზღუდული  დრო გვქონდა . რეალურად, რომ დავთვალოთ გვქონდა 30 დღეზე ცოტა მეტი. შესაბამისად ეს საქმე იყო გამოყოფილი იმისთვის რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს,“-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები