26 დეკემბერი 2024,   21:53
ვრცლად
„ეგ რომ პრეზიდენტად ავირჩიოთ, ჩათვალეთ, რომ საქართველო აღარ არის“ - კახეთში სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ

„როგორ შეიძლება, რომ საქართველოს ომი საკუთარ ტერიტორიაზე დაეწყო?“ - კახეთში მცხოვრები მოქალაქეები ამ კითხვაზე პასუხს სალომე ზურაბიშვილისგან ითხოვენ.

რეგიონში ამბობენ, რომ შემზარავია იმის მოსმენა, განსაკუთრებით საპრეზიდენტო კანდიდატისგან, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

„არ ცხვენია ამ ქალს, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს?" - აცხადებენ გურჯაანში.

კახეთში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ურთულესი წუთები გაიარა და იძულებული იყო, მტრისგან თავი დაეცვა.

„შემოსული  იყო მტერი, შეიარაღება მთელი ამბავი და აბა, დაგვეღუნა თავი? თუ როგორც ზოგიერთი ამბობს, დაგვეღუნა თავი და გვეთქვა, მიდი, რაც გინდა ქენიო. ჩვენ წინაპრებს ეს არ ჩვევიათ,“ - აცხადებენ გურჯაანში.

ახმეტაში კი ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ასეთი განცხადებებით შეურაცხყო ყველა ის გმირი, ვინც საქართველოს ერთიანობას შესწირა თავი.

კახეთის რაიონის სხვადასხვა ქალაქებში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყანას დასცინის.

„მაგას საქართველოსთვის არ უნდა კარგი, როგორც ივანიშვილს,“ - ამბობენ თელავში.

სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ საგარეჯოში და ყვარელშიც.

„მაგ ქალს რა უნდა იქ. სირცხვილით როგორ მოდის. საქართველოს ამტყუნებს და თან უნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს. ეგ რომ პრეზიდენტად ავირჩიოთ, ჩათვალეთ, რომ საქართველო აღარ არის,“ - აცხადებენ ყვარელში.

კახეთის რაიონში მცხოვრები მხოლოდ მცირე ნაწილი ამართლებს საპრეზიდენტო კანდიდატს.

დღის ამბები