26 დეკემბერი 2024,   22:08
ვრცლად
"სად სალომე ზურაბიშვილი და სად პრეზიდენტობა?" - აჭარაში სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ

აჭარაში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს კრიტიკულად აფასებენ. მოსახლეობა ზურაბიშვილს, აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების გამო, მწვავედ აკრიტიკებენ.

მოსახლეობის თქმით, ზურაბიშვილმა, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებების გამო, კანდიდატურა უნდა მოხსნას, თუმცა, მოსახლეობის ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ზურაბიშვილს მხარს უჭერს.

„მაგი ჭკვიანი ქალია, მაგრამ თუ ძარღვი აქვს თავში საერთოდ, თუ აქვს ცოტაოდენ მაინც ხომ, კანდიდატურა თვითონ უნდა მოიხსნას,“ - განაცხადა ბათუმში მცხოვრებმა.

ბათუმელები ამბობენ, რომ ზურაბიშვილი არასწორ ინტერესს ახმოვანებს, რაც რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

„სად სალომე ზურაბიშვილი და სად პრეზიდენტობა? რა უნდა გაქაჩოს მაგან, სადღაც საფრანგეთში იყო და იმით უნდა, რომ აქ პრეზიდენტი იყოს?“ - განაცხადა ქობულეთში მცხოვრებმა.

ადგილობრივების თქმით, საქართველო პირდაპირ რუსეთის ხელში აღმოჩნდება, თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება.

„რუსეთმა იმდენი ტანკი შემოიყვანა, მაგას 5 წუთში ვერ შემოიყვანდა, ე.ი. მზად იყო, იცოდა რუსეთმა, რომ დაეპყრო ქვეყანა,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები