03 მაისი 2024,   08:21
ვრცლად
ლენტეხში ჰესის -"ხელედულა 3-ის" მშნებლობის შესახებ დაგეგმილ შეხვედრაზე, სოზარ სუბარი არ ჩავიდა

ლენტეხში ჰესის -"ხელედულა 3-ის" მშნებლობის შესახებ დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა. პრემიერის წარმომადგენელი სოზარ სუბარი სვანეთში არ ჩავიდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობა ამბობს, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, ჰესის მშენებლობა მაინც იგეგმება, სწორედ ამიტომ გადაიფიქრა სუბარმა ადგილობრივებთან შეხვედრა. ლენტეხის გამგებელის თქმით კი გადადებული შეხვედრის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იყო, თუმცა როდის ჩავა მათთან მთავრობის წარმომადგენელი არავინ იცის.

"დაზარალდება 5 დასახლებული პუნქტი და დაბას შეექმნება სერიოზული საფრთხე,"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, ნატო ლიპარტელიანი.

დღის ამბები