19 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
ქუთაისის მერიაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე პოლიციის სამმართველოში საკრებულოს დეპუტატები გამოკითხეს

ქუთაისის მერიაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე პოლიციის სამმართველოში საკრებულოს დეპუტატები გამოკითხეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გიგა შუშანიამ და გია უკლებამ, პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვეს. მათი თქმით, ჩხუბი "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ იყო პროვოცირებული, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამართალდამცველებს. დაპირისპირება გუშინ მოხდა, როდესაც საკრებულოს სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და სცემეს.

საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული, თუმცა ოპოზიცია საქმისთვის კიდევ ერთი მუხლის დამატებას ითხოვს, რომელიც პოლიტკურ საქმიანობაში ხელის შეშლას გუსლიხმობს. 

დღის ამბები