22 დეკემბერი 2024,   06:09
ვრცლად
მინდა, ვთხოვო საზოგადოებას, რომ თავი შეიკავოს კანაფის კანონპროექტის საკითხზე ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან - კობახიძე

საზოგადოების და ეკლესიის მწვავე პროტესტის ფონზე, ხელისუფლება მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევაზე ალაპარაკდა. განცხადება მმართველი გუნდის სახელით ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ის ვნებათაღელვაა, რომელიც საზოგადოებასა და ეკლესიაში კანონპროეტის ინიცირებას მოჰყვა.

კობახიძე საკუთარ საზოგადოებას მოუწოდებს, საჯარო სივრცეში კანაფის კულტივაციისა და ექსპერტის თემაზე ემოციური პოლემიკისგან თავი შეიკავოს. პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ცვლილებებზე ფართო დისკუსიას აანონსებს. 

„მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას, ვთხოვო საზოგადოებას, რომ თავი შეიკავოს კანაფის მცენარის კანონპროექტის საკითხზე ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან. ეს არის ჩვენი თხოვნა. ჩვენი სახელით შეგვიძლია, განვაცხადო, რომ ჩვენ ამ ემოციურ პოლემიკაში არ ჩავერთვებით, ვიდრე არ გაგრძელდება კონსულტაციები და ვიდრე ამ კონსულტაციების საფუძველზე ერთობლივ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. რაც შეეხება, სარგებელს, რომელიც ამ კანონპროექტმა საზოგადოებას უნდა მოუტანოს, ამაზეც ერთად უნდა ვიმსჯელოთ. წარმოვადგენ ჩვენს მონაცემებს და არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ ვიფიქრებთ ეკონომიკურ სარგებელზე საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას და ეკლესიას უსმენს და მათ აზრს ითვალისწინებს.

„თუ არსებობს საზოგადოებაში კითხვები, რომ ამ კანონპროექტმა შეიძლება წაახალისოს არალეგალური გზით ნარკოტიკების მიმოქცევა არაპირდაპირი ფორმით, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის. თუ ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით, ამ შემთხვევაში მოხდება კანონპროექტის გამოწვევა. ჩვენთვის მთავარია, რომ ვუსმენთ საზოგადოებას, ეკლესიას და განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავთ ეკლესიის მიმართ. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო პატრიარქის მიმართ, მისი განცხადებისთვის და ზოგადად მისი დამოკიდებულებისთვის, რომელიც გამომჟღავნდა მის ბოლო განცხადებაში მათ შორის. ის ყოველთვის იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც იყო ქვეყნის ინტერესებში, საზოგადოების ინტერესებში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდოთ პატრიარქის პოზიციას და პატრიარქის ნებისმიერ განცხადებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები