22 დეკემბერი 2024,   05:13
ვრცლად
იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმი - გიგა ბოკერია გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ინიციატივას აკრიტიკებს

„ძალიან იაფფასიანი, ირმა ინაშვილის პოპულიზმი არის ეს ინიციატივა,“ - ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ინიციატივას.

გიგა ბოკერიას კრიტიკა, გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ განცხადებას მოჰყვა, რომლითაც პრეზიდენტობის კანდიდატი მოითხოვს, მარიხუანას კულტივაციის აკრძალვა კონსტიტუციაში ჩაიწეროს.

„საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს საქართველოს ყველა პატრიოტ, ნორმალურ მოქალაქეს, როგორიც არის უდიდესი უმრავლესობა, რომ მოვიდეს არჩევნებზე და უარი უთხრან სალომე ზურაბიშვილს და ივანიშვილს კანდიდატს და არ გვჭირდება ჩვენ დამატებითი, ცრუ რაღაც საბაბების მოგონება და ირმა ინაშვილის ყალბი კამპანიებისთვის მხარის დაჭერა, ეს არის  „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა, იმიტომ, რომ ვიცით, რომ არაფერი არ მოხდება, ჩვეულებრივი, ძალიან იაფფასიანი, ირმა ინაშვილის პოპულიზმი არის ეს ინიციატივა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები