22 დეკემბერი 2024,   05:07
ვრცლად
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა - ზაალ უდუმაშვილი მარიხუანას კულტივაციის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრობს 

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა“- ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზალიკო უდუმაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ინიციატივას, რომელიც მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, აუცილებელია კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების კულტივაცია. უდუმაშვილის თქმით, ეს ინიციატივა მომავალი თაობების დაცვას ემსახურება.

„ეს არის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ეს ეხება ჩვენი შვილების მომავალს. დიახ, აუცილებლად უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების კულტივაცია, რადგან არც დღევანდელ ხელისუფლებას და არც იმ ყველა ხელისუფლებას, რომელიც მოვა შემდგომ მთავრობაში საქართველოში, აზრადაც არ მოუვიდეს, რომ შეიძლება ასეთი კანონპროექტის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მომავალი თაობის დაღუპვას,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივის წარსადგენად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომლის მიხედვით მარიხუანას კულტივაცია კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, კანონპროექტის მიღების დროებით შეჩერება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ წინასაარჩევნო ტაქტიკური უკან დახევაა. ვაშაძე მოითხოვს ინიციატივაზე ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვას.

ამავე თემაზე
დღის ამბები