22 დეკემბერი 2024,   07:05
ვრცლად
აშშ-ს და საქართველოს თანამშრომლობა, ორმხრივი ეკონომიკური კავშირები და სამომავლო პერსპექტივები - მამუკა ბახტაძე მაიკ პომპეოს შეხვდა 

აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობა, ორმხრივი ეკონომიკური კავშირები და სამომავლო პერსპექტივები - ეს ის თემებია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შეხვედრის დროს განიხილეს.

მხარეებმა იმ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა განვითარდეს პარტნიორებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას კი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმო.

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ ბახტაძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა.

„ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოში, იმ ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ამასთან ერთად ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც ჩვენ გვაქვს რესურსი და პოლიტიკური ნება რომ ურთიერთობები გავაღრმავოთ. ეს არსი ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების დარგში და ამავდროულად ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკაში,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები