26 დეკემბერი 2024,   15:23
ვრცლად
საპარლამენტო ქალაქი სტატუსს კარგავს - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თბილისში ბრუნდება 

იანვრიდან, ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი აღარ ექნება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თბილისში ბრუნდება. მეცხრე მოწვევის დეპუტატებმა მანდატის მიღებისთანავე დაიწყეს საუბარი, რომ შენობას არ უვარგა ვენტილაცია და ძალიან ცხელა, რომ ქუთაისი შორია და ა.შ.

საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანით სარგებლობდა ქალაქისა და წყალტუბოს ყველა სასტუმრო, დიდი და პატარა კაფე-რესტორნები, თუმცა ეს სარგებელი საპარლამენტო უმრავლესობის ძალისხმევით მინიმუმადე დავიდა. ყველაფერი ისე მოეწყო, რომ დეპუტატებს იქ თვეში მხოლოდ 4 დღე გატარება უწევდათ.

წარმოშობით ქუთაისელმა, ახლა უცხოეთი მოღვაწე ბარიტონმა მშობლიურ ქალაქში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააარსა. დავით ღვინიანიძეს მიაჩნია, რომ უცხოელი ვარსკვლავების თანხმობის მიღებას ქვეყნის საპარლამენტო დედაქალაქში გაცილებით ადვილად მოიპოვებდა.

ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძვის შენობებს, როგორც მისი წინამორბედის იდეებს. თბილისში, რიყეზე არ გაიხსნა უკვე დასრულებული გალერეა და საკონცერტო სივრცე, ბათუმში გაიყიდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასევე დასრულებული შენობა. თუ წინა ორ ნაგებობაზე ეფექტი არც ისე მძლავრი იყო, პარლამენტის ქუთაისიდან გადატანით მან ოპონენტთან ერთად მთელი ქალაქი დასაჯა. 

დღის ამბები