22 დეკემბერი 2024,   06:35
ვრცლად
„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება, ოთარ კახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილება.

კახიძე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულონ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეში ბრალდებული პირები პასუხისგებაში მისცენ.

„როგორც მოგეხსენებათ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადმოიტანა გადაწყვეტილება, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლითაც დადგინდა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა.

ერთადერთი პატიმარი, რომელზეც ეს მუხლი დადგენილია და პატიმრობაში კვლავ რჩება არის ვანო მერაბიშვილი.

მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ დაელოდება მინისტრთა კომიტეტის ამ სხდომას, თავად გადადგას ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად,“-განაცხადა კახიძემ.

დღის ამბები