სპეციალურმა კომისიამ ვანო მერაბიშვილის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ შესაძლოა, კიდევ ერთხელ იმსჯელოს. კომისია ამ საკითხს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ უწყებას სასჯელაღსრულების დაწესებულება ან ადვოკატები მიმართავენ.
იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, თენგიზ შაქარაშვილი არ გამორიცხავს, რომ კომისიამ იმ შემთხვევაშიც იმსჯელოს ყოფილი პრემიერის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, თუ მერაბიშვილის ჯანმთელობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციას წარადგენენ.
ვანო მერაბიშვილის საქმე კომისიამ რამდენჯერმე უკვე განიხილა, თუმცა აქამდე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს გათავისუფლებაზე უარს ეუბნებოდნენ.
იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, კომისიამ მერაბიშვილის გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, რადგან ის პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა.