21 დეკემბერი 2024,   20:17
ვრცლად
"მე არ ვიცი თანხის გაფლანგვას რას ეძახიან და რაზეა საუბარი," - "კოლორპაკის" დირექტორი

ყოფილი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, პროკურატურის სამიზნეა, მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა, მანამდე კი განმარტებები „კოლორპაკის“ დირექტორმა გააკეთა. გიორგი ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია თანხების გაფლანგვაზე საუბარი, რადგან კომპანიამ კრედიტი ყველა წესის დაცვით მიიღო. მისივე თქმით, "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მონაწილეობის პირობა ითვალისწინებდა 2 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ პროცენტის გადახდას.

სავარაუდოდ, სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილს უკავშირდება, საგამოძიებო უწყების დაინტერესება "პალიტრა მედიის" საქმიანობით. ჰოლდინგში შემავალი კომპანია სტამბა "კოლორპაკი" ქუმსიშვილის ცოლის ნათესავებს ეკუთვნით. მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ კვლევა საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზნობრიობას უკავშირდება. საჭირო დოკუმენტაცია "კოლორპაკის" ხელმძღვანელობამ საგამოძიებო უწყებას ელექტრონული წესით გადაუგზავნა.

"მე არ ვიცი თანხის გაფლანგვას რას ეძახიან და რაზეა საუბარი, ვიცი რომ ჩვენ ყველა წესის დაცვით მივიღეთ ამ პროექტში მონაწილეობა, გავხდით ბენეფიციარები,"-აცხადებს "კოლორპაკის" დირექტორი, გიორგი ჟორჟოლიანი.

დღის ამბები