რუსთავში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. დაცვის მხარე ჭანტურიას უდანაშაულობაზე საუბრობს.
სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში, 15 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს. გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 8 თვის შემდეგ დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.