21 დეკემბერი 2024,   19:54
ვრცლად
„გაგცემთ პასუხს გამოსვლისას“ - ანზორ ჩუბინიძე ლონდონის სასამართლოში მის წინააღმდეგ წარმოებულ სარჩელზე საუბრობს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთ-ერთია იმ მოქმედ მაღალჩინოსნებს შორის, რომელთა წინააღმდეგაც „ომეგა ჯგუფის“ ბრიტანელი ადვოკატი ლონდონის სასამართლოს მიმართავს.

ანზორ ჩუბინიძე „რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ იმ ჩანაწერში ფიგურირებს, სადაც თამბაქოს ბიზნესისა და „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილებაზეა საუბარი.

ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრისას ამბობს, რომ ანზორ ჩუბინიძეს აბარია ერთ-ერთი საქმე და ის არის ხელისუფლების სხვა პირებთან „მომგვარებელი,“ რაშიც მან გარკვეული თანხაც უნდა მიიღოს.

თავად ჩუბინიძე ამბობს, რომ ბრალდებებს მოგვიანებით უპასუხებს.

„გაგცემთ პასუხს გამოსვლისას“ - განაცხადა ჩუბინიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

დღის ამბები