26 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება შვილმოკლული მამების აქციაზე - რუსთველის გამზირზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

მორიგი დაპირისპირება შვილმოკლული მამების აქციაზე - რუსთველის გამზირზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

ახალგაზრდებმა ზაზა სარალიძეს კარავი მიუტანეს, რასაც პოლიციასა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. 

შვილმოკლული მამების აქციაზე სიტუაცია დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვების გაშლის საშუალება არ მისცა, რასაც ინციდენტი და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

შვილმოკლული მამები პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს 21:00 საათზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

 

 

დღის ამბები