26 დეკემბერი 2024,   14:00
ვრცლად
ბიოდეგრადირებადი პარკები პლასტიკის პარკების ნაცვლად - მთავრობის ახალ განკარგულებას შესაძლოა პროტესტი მოჰყვეს

მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის ახალი წესი რომლის მიხედვითაც შესაფუთი მასალა ბიოდეგრადირებადი უნდა იყოს.

პირველ ეტაპზე გარკვეული სისქის ერთჯერადი ცელოფნების გაყიდვა იზღუდება, აპრილიდან კი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი საერთოდ აიკრძალება. 

პოლიეთილენის ნაწარმის იმპორტიორები და მწარმოებლები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აქციებს დაუპირისპირებენ. აქციებს შესაფუთი მასალის იმპორტიორები და რეალიზატორები იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მთავრობა გადაწყვეტილებას არ გადახედავს. ისინი ახალი რეგულაციების ამოქმედების გადავადებას მოითხოვე. მიიჩნევენ, რომ პოლიეთილენის პარკების წარმოებაზე დაწესებული შეზღუდვა მათ ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

პლასტიკის პარკები ბიოდეგრადირებადი პარკებით უნდა ჩანაცვლდეს. ბიოპარკების შეძენა კი შედარებით ძვირი ეღირება. პირველი ოქტომბრიდან სავალდებულო გახდება ისიც, რომ მწარმოებელს კომპანიის ლოგო და წარწერის განთავსება თითოეულ პარკზე მოუწევს. რეგულაციის დარღვევების შემთხვევში მეწარმე სუბიექტი 500 ლარით დაჯარიმდება, პროდუქციას კი ჩამოართმევენ. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ბიოდეგრადირებული პარკი მიწაში მოხვედრიდან 24 თვეში იწყებს დაშლას, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი პოლიეთილენის პარკის დაშლას ასეული წლები სჭირდება.

დღის ამბები